რეგულაციები სუროგაციაში - 19 კლინიკის ხელმძღვანელი პრემიერს და ჯანდაცვას მიმართავს

გამოქვეყნდა:

მთავრობის მორიგი დისკრიმინაციული ნაბიჯი ამჯერად უშვილო წყვილების მისამართით - მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვაზე ალაპარაკდა, რეპროდუქტოლოგთა ქართული საზოგადოება სისტემის შესაძლო ნგრევასა და პაციენტთან უფლებების უხეშ დარღვევაზე ალაპარაკდა. 

დღეს საგანგებო ბრიფინგზე 19 კლინიკის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ მინისტრს მიმართა- არ დაუშვან პაციენტთა დისკრიმინაცია მოქალაქეობის ნიშნით და არ დააზიანონ საქართველოში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგი.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა ერთსქესიან წყვილებს საქართველოდან ბავშვები გაჰყავდეთ, რის გამოც, სუროგაცია უნდა დარეგულირდეს. ექიმები კატეგორიულად უარყოფენ ასეთ შემთხვევებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი