"ამბობს რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა" - დეკანოიძის ადევნებისთვის რუსს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე პოლიციამ პარლამენტში გამოკითხა. საქმე ეხება დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას.

დეკანოიძის თქმით, ბოლო სამი დღეა რუსეთის მოქალაქე პარლამენტთან ხვდება და გაყოლას  სთხოვს.  

პოლიციამ ამ პიროვნების მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

"არის რუსეთის მოქალაქე, ამბობს რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ ამას ამბობს, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომ არ მომიახლოვდეს" - ამბობს დეკანოიძე

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი