სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში - რამდენიმე სოფელში გადაუღებელი წვიმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მათ შორის, შიდა სასოფლო გზები და ხიდები. წაღებულია სოფლის ხიდ-ბოგირები.
დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დაზიანდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
ადგილზე იმყოფებოდა რეგიონის პირველი პირი პაპუნა მარგველიძე.
ლენტეხის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალს.