პაველ ჰერჩინსკი "წითელი ხიდის" წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელ ხიდს“ უმასპინძლა. 

ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრა შეეხო ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის გამოწვევებს საქართველოში, ორგანიზაციის საქმიანობას, ასევე, ევროკავშირის როლს საქართველოს მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება-მხარდაჭერის გზაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ელჩმა თანამშრომლობის კუთხით მზადყოფნა გამოთქვა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მხარდამჭერი პროექტების შესახებ, რაც „წითელი ხიდის“ სამოქმედო არეალსა და რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას გაზრდის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ დამფუძნებლები, სამოქალაქო განვითარების სკოლის მოსწავლეები და SEED Georgia-ს დირექტორი, ლევან ბუთხუზი.

2020 წელს დაარსებული ა/ო „წითელი ხიდი“ კულტურული, სოციალური და საგანმანათლებლო სახის პროექტებს ახორციელებს, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის საზოგადოებაში ინტეგრაციას, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინფორმაციულ გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი