"მე მტკივა, შენ"? - დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვაში

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 5 მილიონ ლარად შეძენილი აპარატურა, რომელიც დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვისაა აუცილებელი, გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

სამინისტროს შესასვლელში შეკრებილ მშობლებს დღეს მინისტრთან შეხვედრა სურდათ, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მათ მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.

მშობლები ამბობენ, რომ სამედიცინო გლუკოზის სენსორები გვერდით მოვლენებს იწვევს. ისინი აზარაშვილის უწყებისგან ითხოვენ ინდივიდუალურად შეისწავლონ ყველა მოზარდის მდგომარეობა და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღონ. 

''ვერ ვიყენებთ. ტყუილად იხარჯება თანხები, რასაც სახელმწიფო გამოყოფს და მე მაგალითად დღესდღეობით, ჩემი საკუთარი სახსრებით მიწევს თვეში 400 ლარის ხარჯის გაღება რომ ვიყიდო ლიბრეს სენსორები, მაშინ როცა 5 მილიონი გამოყოფილი აქვს ამისთვის სახელმწიფოს და მე ეჭვი მაქვს, რომ ან ტყუილად იხარჯება ეს თანხები, ან არის რაღაც კორუფციული გარიგება, ან არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები სახელმწიფოს თანამშრომლებს, რომ აწარმოონ ნორმალური მოლაპარაკებები ამ დანარჩენ ორ კომპანიასთან'' - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი