ქუთაისის მერიაში დრესკოდი ამოქმედდა - კაცი შორტით ადგილობრივ თვითმმართველობაში არ დაიშვება.
"გვითხრეს რომ შორტებით ვერ შეგიშვებთ. ბრძანებაა, ვინც არ უნდა იყოს შორტებიანს შენობაში ვერ შევუშვებთ", - უთხრეს ტელეოპერატორს ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურში.
უცნობია დრესკოდი მხოლოდ მოქალაქეებზე ვრცელდება, თუ თანამშრომლებზეც.
"მთავარი" დეტალების გასარკვევად მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულზე კომენტარი არ გაკეთდება.