რუსული წარწერები ბაგრატის ტაძარში | საპატრიარქო დუმს

გამოქვეყნდა:

რუსული წარწერები ბაგრატის ისტორიულ ტაძარში. ტერიტორიაზე მომლოცველებისთვის საინფორმაციო სტენდების ნაწილი ოკუპანტის ენაზეა შესრულებული. ტაძარში განმარტავენ, რომ რუსულ ენაზე წარწერების ნაწილი იქ უკვე დიდი ხანია არსებობს. "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამეჭერი მიტროპოლიტი იოანე დღეს არც კამერასთან გამოჩენილა და არც "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს პასუხობს. დუმს ამ დრომდე საპატრიაქროც.

თეოლოგებიც ადასტურებენ, რომ რუსულ ენაზე წარწერები ბაგრატში უკვე ტრადიციად დამკვირდა, რაც ნამდვილად უცნაურია ტაძარში, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს სწორედ რუსმა გენერალმა გაანადგურა და შენობა 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მეტწილად ნაშთების სახით იყო მოღწეული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი