"ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე...ჩემი პირი ამოკერილი იქნება თუ არ იქნება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს" - ამბობს მაღაროელი, რომელმაც დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
მისი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზმა" არ გაითვალისწინა ის მოთხოვნები, რომლებიც გაფიცულ მაღაროელებს აქვთ.
"10 დღის განმავლობაში ვისაუბრე სიმართლე, რომელიც არ გაითვალისწინეს. ვერ გავაგებინე ვერავის, ჩემი სიმართლე და ის სამართლიანი მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს ჩვენ პროტესტის მონაწილეებს. ეს ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე...ჩემი პირი ამოკერილი იქნება თუ არ იქნებ იქნება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს", - ამბობს პროტესტის მონაწილე.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარი მოთხოვნა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა, რომლის ძირითადი მოთხოვნა ძველ სამუშო გრაფიკზე გადასვლა და გეგმაზე დაბრუნებაა, რომელიც 2022 წლამდე მოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 15 ივნისს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" შესთავაზა გაფიცულებს განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. განცხადებიდან ირკვევა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება გაიმართა და ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.