პროტესტის უკიდურესი ფორმა ჭიათურაში - მოშიმშილე მაღროელებმა პირის ამოკერვა დაიწყეს. ათ მოშიმშილეს დღეს მეთერთმეტე სწორედ ამ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ შეუერთდა. თუმცა კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ათასობით მაღროელის მძიმე პირობების გაუმჯობესებაზე არაფერს ამბობს. არც ხელფასის მატება და არც სამუშაო გრაფიკის შემსუბუქება - კომპანია ჯერჯერობით არცერთ დათმობაზე არ მიდის.