გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის შედეგად მარნეულში ორმა ქალმა დანით, დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში კონფლიქტი რძალ-მაზლს შორის დაიწყო, რა დროსაც კაცმა ქალს ცივი იარაღით მცირე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა, ხოლო წაქცეულს ბოთლი ჩაარტყა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შემდეგ, კონფლიქტის მონაწილე კიდევ ერთმა ქალმა, კაცის ცოლმა მიიყენა დანით თვითდაზიანება, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.