ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
“მთავარის” იმერეთის კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, რომ ახალგაზრდა კაცმა ავტომობილი მოიპარა, პოლიციის დადევნებისას კი ის ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
მედიკოსებმა კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.