"შეგვხვდეს და მითხრას, რომ მე და ჩემმა ქვედანაყოფმა ლაჩრულად წავაგეთ ომი" - ვეტერანები რიჟვაძეს

გამოქვეყნდა:

ქართველი სამხედროების შეურაცხყოფის შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ. ომის ვეტერანები და გმირების ოჯახის წევრები მოითხოვენ ჩავიდეს და პირადად მოუხადოს ბოდიში რიჟვაძემ, რომელმაც აგვისტოს ომის გმირებს "ლაჩრები" უწოდა:

"ჩვენ ვართ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები სხვადასხვა ქვედანაყოფებში ვმსახურობდით. მოვედით მასთან, რომ ვუთხრათ ესეთი რამე - ჩამოვიდეს შეგვხვდეს, მე პირადად ომის ვეტერანს, თადარიგის კაპიტან მიხეილ მარგალიტაძეს მითხრას, რომ მე და ჩემმა ქვედანაყოფმა ლაჩრულად წავაგეთ ომი" მიმართავს აგვისტოს ომის მონაწილე რიჟვაძეს, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათთან არ გასულა. 

"ლაჩრულად წაგებული ომი" - ასე მოიხსენია რიჟვაძემ აგვისტოს ომი. მას შემდეგ კი რაც კრიტიკის ობიექტი გახდა, თქვა, რომ გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილს და არა ჯარისკაცებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი