"თბილისიდან აგვედევნენ, ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა" - "ოცნების" პროპაგანდისტები ბორჯომში არიან

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი წერს, რომ ბორჯომში პარტიაზე მომხდარი თავდასხმა ორგანიზებული იყო.

ანა ყურაშვილის თქმით, პარტიის წევრებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.

"დილიდან, ტყუილად არ მქონია ეჭვი, რომ თბილისიდან აგვედევნენ და ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა.

მალევე, ვატო შაქარიშვილმა დეტალებში აღწერა მთელი პროცესი, რაც ზურაზე თავდასხმის დროს მოხდა.

ახლა, 60 ორკი მიუვარდა ჩვენს ბავშვებს ბანაკში, სადაც კადრებში ასევე ჩანს ვატო შაქარიშვილი", - წერს ანა ყურაშვილი.

ცნობისთვის, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული სემინარი უნდა ჩატარებულიყო 60-მდე მოძალადეა მობილიზებული. ისვრიან ქვებს და ემუქრებიან იქ შეკრებილ ახალგაზრდებს, პოლიცია კი არ ჩანს.

მანამდე გორში, თავს დაესხნენ პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

თავდასხმიდან მალევე სოციალურ ქსელში "ოცნების" პროპაგანდისტმა და პრორუსმა ვატო შაქარაშვილმა ძალადობის წამახალისებელი პოსტი დაწერა, რომელშიც დეტალურად წერდა ჯაფარიძეზე თავდასხმას. შაქარაშვილი ამჟამად ბორჯომში ბანაკთან იმყოფება. ადგილზეა სამთავრობო პროპაგანდისტული არხი Post TV-ც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი