"ეს იყო აღშფოთებული საზოგადოება" - შაქარიშვილი მისი ორკების ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ვატო შაქარიშვილი, ამბობს, რომ ბორჯომში, სასტუმროსთან, სადაც "გირჩი მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო,  "აღელვებული საზოგადოება" შეიკრიბა.

შაქარაშვილი "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებს ქვეყნისა და ეკლესიის მტრებს უწოდებს. ამტკიცებს, რომ ბორჯომამდე, ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონია.

შაქარიშვილი არც იმ ფაქტზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ სასტუმროში, რომელსაც მისი ორკები ქვებს ესროდნენ ბავშვები იმყოფებოდნენ და ისინი შემთხვევით გადაურჩნენ დაზიანებას.

"ეს იყო აღშფოთებული, აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობის - "საქართველოს უპირველეს ყოვლისა" მხარდამჭერები, რომლებიც არასდროს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის მტრებმა, ჩვენი ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები. ძალადობა ისაა, რასაც გირჩი აკეთებს, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს იყო აქცია ნუ დააკავშირებენ ნურც პერსონალურად ჩემთან, ნურც ჩვენს მოძრაობასთან იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა გორში", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო. 

ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი