კიბიდან დაგორებული სტუდენტი და ხელჩართული ჩხუბი თსუ-ში - რა ხდებოდა კობახიძის ლექციის პარალელურად?

გამოქვეყნდა:

ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის სტუდენტებისთვისაც, იმ ახალგაზრდებისთვის ვინც განსხვავებულად ფიქრობს და აპროტესტებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს. მათ ფიზიკურად უსწორდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტები, რომლებიც მშვიდობიანად ცდილობდნენ გამოეხატათ პროტესტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორეს. ისინი პლაკატებით იყვნენ მისული და ამ ფორმით აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის ანტიდასავლურ რიტორიკას, თუმცა ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის გულშემატკივრებმა, მათ კანონით მინიჭებული, გამოხატვის უფლება შეუზღუდეს და ფიზიკურად იძალადეს. 

თავად კობახიძე, კი ამ დროს ლექციას კითხულობდა და ფაქტს არც კი გამოხმაურებია. ახალგაზრდებზე ანგარიშსწორება ამით არ დასრულებულა. უნივერსიტეტში ძალადობის დროს დაშავებულ სტუდენტს, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, პალატაში შეიარაღებული მამაკაცი შეუვარდა. ადგილზე მისული პოლიცია კი ცდილობდა, მისთვის ხელი დაეფარებინა და ჟურნალისტებს არ გადაეღოთ ქამარში ჩამაგრებული იარაღი. როგორ მოახერხა შეიარაღებულმა მამაკაცმა დაშავებულ სტუდენტთან პალატაში შესვლა, ამაზე კლინიკა დუმს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი