ივანიშვილის აბასთუმანი - ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინებში, მეცნიერების შთამომავლებს ისევ არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

აბასთუმანში, ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ბინებში, მეცნიერების შთამომავლები უკვე რამდენიმე დღეა ვერ შედიან. ისინი ამ საცხოვრებელი ფართებით წლებია სარგებლობენ, თუმცა ბინები სახელმწიფოს საკუთრებაა. ზაფხულში, ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება რომ არ ექნებოდათ, წინასწარ გააფრთხილეს. მიზეზი, სარემონტო სამუშაოებია, თუმცა მობინადრეებს, ეჭვი აქვთ, რომ აქ შესაძლოა სულ სხვა მიზეზი და ინტერესები იყოს. როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. ობსერვატორიის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი