რადიკალების ახალი სამიზნე | ვატო შაქარიშვილი "ფრანკლინის კლუბის" დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

რადიკალური ჯგუფები ძალადობის მორიგი სერიისთვის ემზადებიან. ამ წუთებში ორგანიზაცია 
"ფრანკლინის კლუბის" დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იწყება, რომელსაც კლუბის წევრი ახლაგარზდები, სტუდენტები, პოლიტიკსები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები და დისკუსია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ღონისძიება დაანონსდა, ძალადობრივი ჯგუფების მეთაურმა ვატო შაქარაშვილმა რადიკალებს მოუწოდა, შეიკრიბონ და გუშინდელი დღის მსგავსად ახალგაზრდებს ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცენ. 

სტუდენტებმა უკვე გააფრთხილეს საპოლიციო ძალები, თუმცა, ჯერჯერობით, შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია. 

ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაკდონალდსმა სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ კოკა-კოლას წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!

ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა! 

12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში. 

გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას…

ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!, - დაწერა შაქარიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი