ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. უკვე მე-13 დღეა, რაც მაღაროები გაჩერებულია.
გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, მერიასთან არიან შეკრებილნი და პერიოდულად მსვლელობებს ქალაქის ქუჩებში მართავენ. მე-7 დღეა, შიმშილობას განაგრძობს დასაქმებულების ნაწილი.
მათი მოთხოვნები უცვლელია:
მაღაროელები მუშაობის გაგრძელებას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დასაქმებულების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აპირებს გადანაცვლებას.