"იმის მაგივრად, რომ იწვეს სახლში ან საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ტვინის შერყევა აქვს და ხვალ ისევ გამოკვლევა ესაჭიროება, მოსულია დაკითხვაზე" , - ამბობს თსუ-ში 17 ივნისს ნაცემი სტუდენტის, ლუკა შველიძის დედა.
მისივე თქმით, დროა, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს, რადგან ხვალ შესაძლებელია ყველას შვილები ამ მდგომარეობაში იყვნენ.
"დღეს თუ ჩემი შვილი არის ამ მდგომარეობაში, ხვალ ყველას შვილები ამ მდგომარეობაში იქნებიან,
ყველას მიადგებიან და ასე უსამართლოდ დაიწყებენ ცემას და საავადმყოფოში მივარდნას. დროა, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ და ვიღაცის სურვილის გამო, რომ იმას ასე სურს, ფული აქვს, თანამდებობის პირია, არ სცემონ და ასეთ მდგომარეობაში არ ჩააგდონ. დღეს ლუკა, იმის მაგივრად, რომ იწვეს სახლში ან საავადმყოფოში, იმიტომ რომ წოლითი რეჟიმი აქვს, ტვინის შერყევა აქვს და ხვალ ისევ გამოკვლევა ესაჭიროება, მოსულია დაკითხვაზე", - ამბობს ლუკა შველიძის დედა.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ. პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს.