
ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
"ეს იყო პირადული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ვისაც ვუთხარი მოშიმშილეებს ყველა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე მინდა ამით ყველას დავანახო, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ" - თქვა პროტესტის მონაწილემ.
გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა .
ცნობისთვის, 15 ივნისს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" შესთავაზა გაფიცულებს განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. განცხადებიდან ირკვევა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება გაიმართა და ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.