ქუთაისში დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მცხოვრებლები, რომლებსაც დიალეზი სჭირდებათ და ამ მიზნით ქუთაისში უწევთ სიარული აცხადებენ, რომ საჭირო სამედიცინო სერვისს ვერ იღებენ. ამ პრობლემის გასაპროტესტებლად მათ დღეს, 7 აგვისტოს აქცია გამართეს. 

მოსახლოება აცხადებს, რომ დიალიზის აპარატი დაზიანებულია და მედიკოსები მათ სათანადო პროცედურას ვერ უტარებენ.

24 აპარატიდან მუშაობს 15 აპარატი. ჩვენ ისეთი პაციენტები ვართ კვირაში 3 დღე გვჭირდება პროცედურა, რომელიც ხანგრძლივდება 4-დან 5 საათამდე. დღეს არაა პარატები, 15 ადამიანს ჩაუტარდა პროცედურა მხოლოდ, ისიც 3-საათიანი. გვითხრეს, რომ ხვალაც ასე იქნება. 8 თვეა ამ პრობლემას ვებრძვით, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი