ქუთაისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის ნაწილი ჩაინგრა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, რადგან მათი ვარაუდით ნგრევის საფრთხე ისევ არსებობს. მოსახლეობა ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურებში რეკავენ, თუმცა პასუხს ვერ იღებენ.
“რამდენიმე თვეა ასეთი მდგომარეობაა ქალაქის შუა ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე. ცოტა ხნის წინ იყვნენ მოსულები გაერთიანებული წყალმომარაგებიდან და 2 ადგილას შეაჩერეს წყლის ღვრა, რადგან სილაც მოჰყვებოდა ხოლმე წყალს და აბონენტებს წყლის გამაცხელებლებიც დაუზიანდა. ახლა სხვადასხვა ადგილას ჩნდება წყლის გუბეები, რამდენიმე დღის წინ თავსხმა წვიმის შედეგად კი შუა ქუჩაში ქვაფენილი ჩაინგრა. ნახევარმეტრიანი სიღრმეა, რას უკავია დანარჩენი ქვაფენილი არ ვიცით, ყველგან ვრეკავთ, მაგრამ ვერავინ გვპასუხობს,”-ამბობს ადგილობრივი, მიხეილ ღვინეფაძე.