ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. არსებული ონფორმაციით, ერთ ერთ შენობაში დაკვამლიანება შეინიშნებოდა. "მთავარ არხს" ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა. მისი თქმით, მსუბუქი დაკვამლიანება ერთ ერთ შენობაში ნამდვილად იყო, ხოლო სამაშველო და სახანძრო ბრიგადებმა შენობებში დასაქმებული და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები პრევენციის მიზნით, ადგილიდან გაიყვანა.