ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს.
ანგარიშს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენენ, რომელიც ბრიუსელში 21-22 ივნისსაა დაგეგმილი.
2022 წელს საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი შეიტანა. ივნისში ევროსაბჭომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაავალა, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველოს სტატუსი კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს.
გაფართოების შესახებ რეალური მოხსენება ოქტომბერში იქნება, დეკემბერში კი ცნობილი გახდება საბოლოო პასუხი - მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ამავე თემაზე: