"შეესაბამება სამწუხაროდ სინამდვილეს..."- თენგიზ ცერცვაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაღებულ მძიმე კადრებზე

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძე ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს.

საავდმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ფოტო და ვიდეომასალა "მთავარმა არხმა" გაავრცელა, რასაც ინფექციურის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას პროტესტი და არხის მიმართ ბოიკოტი მოჰყვა.

დღეს კი ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ საავადმყოფოში უმძიმესი ვითარებაა და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროც უკვე დიდი ხანია ინფორმირებულია. 

ბოლო 2 წელიწადია ჩვენი მუხლმოდრეკილი თხოვნის მიუხედავად კატეგორიულად გვიკრძალავს  ნებისმიერ სამუშაოს გაკეთებას, გადაუდებელისაც კი და ის კადრები, რომელიც გავრცელდა შენობასთან დაკავშირებით ჩვენ არათუ უარვყოფთ, ჩვენ თვითონ ვიღებდით და ვუგზავნიდით ავერსს და სამინისტროს რომ ნება მოეცათ გარემონტების" განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ის რამდენიმე თვის წინ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა და გადაწყდა, რომ ინფერქციური საავადმყოფო რამდენიმე თვეში ახალ შენობაში, ლუბლიანას ქუჩაზე გადავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი