რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ, მისი ცხედარი მაშველებმა მდინარეში ნახეს.
გარდაცვლილი 52 წლის რამაზ ბარბაქაძეა, რომელიც ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, კაცი მდინარე ძირულაში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ის ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
გარდაცვლილი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, კონსტრუქციას არ ჰქონდა დამჭერი მექანიზმი, რის გამოც, შუახნის კაცი ხიდიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მიწაზე დაეცა, შემდეგ კი ინერციით, წყალში ჩავარდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული .