უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ზეღდულეთსა და ახალსოფელში 10-მდე ოჯახს ნიაღვარი ეზოებში შეუვარდა. დატბორილია სახლების პირველი სართულები, განადგურებულია სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და ნათესები. მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.