სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშა დაწვა და სალომე ზურაბიშვილი ლანძღა

გამოქვეყნდა:

ათონელის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, დაუდგენელი პირები, სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტაქტივის წევრები მივიდნენ, რომლებმაც ზურაბიშვილს "ქვეყნის მოღალატე", "მონა", "რეზიდენტი" და " სამშობლოს მტერი" ეძახეს..

ისინი ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელ სიტყვებს რუპორით ეძახიან და ემუქრებიან - "მალე გაგაბუნძულებს საქართველოდან ქართველი ხალხო, ნაგავო შენ" - ისმის ვიდეოში.

"ამ დროშის გამო, დასავლეთზე გაცვალა ჩვენი სამშობლო და ევროპის გამო გაცვალა ჩვენი სამშობლო ნაცებში, ლეშიჭამიებში. ეს გაგრძელდება, გამოეთრიე სამშობლოს მოღალატე გარეთ"- ისმის მიმართვაში

ათონელის რეზიდენციასთან მათ ევროკავშირის დროშა დაწვეს. 

შეგახსენებთ, დღეს, 22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი