ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა დაიხურა - თანამშრომლებს ხელფასი და კომპენსაცია არ გადაუხადეს

გამოქვეყნდა:

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი ქუთაისში. 300 დასაქმებული უწყვეტ აქციებს აანონსებს, მიზეზი ქარხნის მოულოდნელი დახურვაა. დასაქმებულები აცხადებენ რომ ადმინისტრაციამ საწარმო მოულოდნელად დახურა, თანამშრომლებს კი არც კუთვნილი ხელფასი და არც კომპენსაცია არ გადაუხადა. 

მეტალურგიული ქარხანა 11 ივნისს დაიხურა, დასაქმებულები კი ადმინისტრაციისგან  ამ დრომდე კითხვებზე პასუხს ვერ იღებენ და საწარმოს მფლობელებს მათი კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში ადანაშაულებენ. ისინი სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი