"ერთადერთი, რაც ვიცი, ეს იყო პრეზიდენტის პრესკონფერენცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. როგორც იცით, გვიან იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არაფერი ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით და რაიმე სახის კონსულტაცია არ გვქონია. როგორც კი დადგენილება მოვიდა, ჩვენ დავიწყეთ მისი აღსრულება. მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან.
ზოგადად, ნებისმიერი პატიმარი როდესაც გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ იმაზე, რომ მას ჰქონდეს რესოციალიზაციის პროცესი სრულად გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება."
ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცავს თუ არა "მთავარ არხს" ნიკა გვარამიას გათავისუფლებას