12 წლის ანას ბუნდოვანი გარდაცვალება | საბედისწერო ღამის უცნობი დეტალები

გამოქვეყნდა:

12 წლის ანის ბუნდოვანი გარდაცვალება - სამი თვის შემდეგაც კი არ არსებობს დამაჯრებელი პასუხი კითხვაზე - რა მოხდა? ჩვენ უკვე მოვამზადეთ ამ თემაზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, და ამჯერად კიდევ ახალი დეტალების და გარემოებების დადგენა შევძელით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ პირველივე დღეებში გამოთქმულ ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან.

სხვათაშორის ძიება ამ საქმეზე კვლავაც მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ამ სამი თვის განმავლობაში არც მოტივი გამოკვეთილა, არც სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დაუსახელებია ძიებას, და არც ის იცის ვინმემ, ვართ თუ არა მომავალში დაზღვეული იმისგან, რომ მკვლელმა ისევ იგივე არ გაიმეოროს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მოკლულია. მეტიც, მამა - რომელიც გვიან საღამოს შვილის მოსაძებნად უბანში იყო ჩამოსული, ფიქრობს, რომ მკვლელს შეეჩეხა კიდეც. გოგონას თითებში იყო თმაც, რომელიც შესაძლოა სწორედ თავდამსხმელს ეკუთვნოდა. ამასთან არსებობს ვერსია, რომ სავარაუდო მკვლელი უსაფრთხოების კამარების სულ მცირე ორ ვიდეოკადრში ჩანს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი