"დაასანქცირეთ ბიძინა ივანიშვილი! თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - სანქციების კოორდინატორებს აქციით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

"დაასანქცირეთ ბიძინა ივანიშვილი! თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - ამ შეძახილებით დახვდნენ ეკონომიკის სამინისტროში მისულ უცხოურ დელეგაციას ახალგაზრდა აქტივისტები.

აქციის მონაწილეების თქმით,  ის რაც ხდება ახლა ქვეყანაში არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამო ხდება, სწორედ ამიტონ უნდა მოხდეს მათი  დასანქცირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი,  სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ობრაიენი და კუმარ აიერი თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდნენ, ხვალ კი გენერალურ პროკურორსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდებიან და საჯარო განცხადებებსაც გააკეთებენ მედიისთვის.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი