"მიშა მშვილდაძემ კლინიკა დატოვა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა" | სანაია

გამოქვეყნდა:

მიშა მშვილდაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "ღამის მთავარი" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ისაუბრა.

როგორც სანაია ამბობს, მშვილდაძეს ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვს. 

"ცოტა ხნის წინ გამოვიდა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა. ვიზუალურად სახეზე ეტყობა, თუმცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია"  - ამბობს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს მაღაზიაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებების გამო ის კლინიკაში მივიდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფოტო: ფორმულა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი