მაშველებმა მდინარე ლიახვში კაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის. 

სავარაუდოდ, საუბარია  22 წლის ბიჭის ცხედარზე, რომელიც გუშინ , სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა. 

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე თბილისიდან ჩასული მყვინთავები.

22 წლის ნიკა ტურაშვილი იძულებით გადაადგილებული პირია და დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. გუშინ ის მეგობრებთან ერთად საბანაოდ წავიდა და წყლის დინებამ წაიღო. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხეს თვითმხილველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი