უხვი ნალექის შედეგად, ქვიშხეთში მდინარე ადიდდა | დაიტბორა სახლების სარდაფები და ეზოები

გამოქვეყნდა:

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხაშურის მუნიციპალიტეტში - როგორც "მთავარ არხს" ქვიშხეთიდან აცნობეს, მდინარე შოლა ადიდდა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილის ეზოები და სარდაფები. 

ქვიშხეთში დახმარების მიზნით, სამაშველო სამსახურიც გამოიძახეს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათთან მისული მაშველები უკან გაბრუნდნენ და ხალხს უთხრეს, რომ ქვიშხეთში წყლის დონის დაწევის შემდეგ დაბრუნდებიან.

ადგილობრივები პრობლემის გამომწვევ მიზეზად უხვ ნალექთან ერთად, მდინარის გაუწმენდავ კალაპოტს ასახელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი