დასავლეთიდან მატარებლები დაიძრნენ, უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც - რკინიგზა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია. რკინიგზა ამბობს, რომ უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც.

მათივე ცნობით, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური.

"ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

გუშინ, 29 ივნისის საღამოს, რკინიგზის ცნობით, დასავლეთში ძლიერი წვიმების შედეგად ლიანდაგები დაიტბორა, რის გამოც ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი