
ძლიერმა წვიმაამ, ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნასამხრალი დააზარალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებიდან წყალი გადმოვიდა და გზები დაიტბორა.
წყალმა ასევე საცხოვრებელი სახლები დატბორა. ქარისგან ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზებიც დაგლეჯილია.
შემთხვევის ადგილას პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.