"კასპის პოლიციის მაღალჩინოსანი მშვიდად აკვირდებოდა ჩვენ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და ბედნიერი სახით იღებდა ვიდეოს, როგორ გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ გავეშებული საჯარო მოხელეები" - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი და ინფორმაციასთან ერთად ფოტომასალას ავრცელებს.
"გიორგი ბეგლარაშვილი, კასპის პოლიციის მაღალჩინოსანი. აი ასე მშვიდად აკვირდებოდა ჩვენ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და ბედნიერი სახით იღებდა ვიდეოს, როგორ გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ გავეშებული საჯარო მოხელეები.ამის თანდასწრებით კაცი რომ მოკლან, დარწმუნებული ვარ ხმას არ ამოღებს", - წერს გიორგი ახალკაცი.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" აგრესიული ორკები "მთავარი არხის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაუპირისპირდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და აგინეს. სცადეს ფიზიკური შეურაცხყოფაც. მათი გაღიზიანება გამოიწვია ფრაზამ - "კასპში ამ დრომდე დაძაბულობაა" , რადგან მოძალადეებისთვის იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.