ქალთა უფლებადამცველები ნინო წილოსანის გადადგომას ითხოვენ | დეპუტატი წინააღმდეგია

გამოქვეყნდა:

ყველა ვინც საქართველოში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის თემაზე მუშაობს, ნინო წილოსანის გადადგომას მოითხოვს - მაგრამ თავად დეპუტატი წინააღმდეგია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა და მიიჩნევს, რომ ამ პოსტზე ნაყოფიერად მუშაობს და ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი შესრულებულიც კი აქვს. მაგრამ ასე მხოლოდ ნინო წილოსანი ფიქრობს. სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი წილოსანს დისკრიმინაციაში, ძალადობრივი განცხადებებსა და პრო-რუსულ აზროვნებაში ადანაშაულებენ.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი