უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.
შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.
გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.