არის თუ არა უსაფრთხო რიკოთის უღელტეხილით მოძრაობა? პროექტი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, თითქმის ყოველდღიურად აქ ახალ-ახალი პრობლემები ჩნდება. ადგილზე დასაქმებულებმა "მთავარ არხს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარე 300-მეტრიანი გვირაბი, რომელიც მთის მასაში გადის, 18 მეტრით გადაიხარა.
ასევე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მშენებარე მაგისტრალი წყლით არის დაფარული და გადაადგილება საშიშია. რამდენად უსაფრთხოა ეს მაგისტრალი, - ჟანა აკოფაშვილი ესაუბრა სპეციალისტებს.