"დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია" | რკინიგზის განცხადება

გამოქვეყნდა:

"ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია" - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს:

ძვირფასო მგზავრებო!

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 

ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, - წერს რკინიგზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი