ხარაგაულში მეწყერმა 77 წლის კაცი მოიყოლა | სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

გამოქვეყნდა:

ხარაგაულში მეწყერი ჩამოწვა - სოფელ მარელისთან მაშეველები გუშინ ღამის მერე უშედეგოდ ეძებენ 77 წლის კაცს, რომელიც მეწყერმა მოიყოლა.

არსებული ინფორმაციით, მწყემსი დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა კაცი ქვა-ღორღშია მოყოლილი. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში დილიდან  კინოლოგებიც არიან ჩართული, ასევე მობილიზებულია მძიმე  ტექნიკა.

პარარალელურად  შეჩერებულია სარკინოგზო მიმოსვლა, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა  რკინიგზის ქსელი დააზიანა, იმ მომენტში კი დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით გადაადგილების მსურველი მგზავრები, საქართველოს რკინიგზამ ალტერნატიულ სადგურებზე ჩამოსვა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი