მავთულხლართებთან 10 000-ზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებშია. შეიტანეთ თქვენი წვლილი, დაეხმარეთ მათ | ახალი პლატფორმის, Life Line Georgia წარდგენა 

გამოქვეყნდა:

"მავთულხლართებთან 10 000-ზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებშია. შეიტანეთ თქვენი წვლილი, დაეხმარეთ მათ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პუტინის კრიტიკოსი, ფონდი "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი წერს. ის წარადგენს ვებგვერდს - Life Line Georgia, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერ პირს მათი დახმარება შეეძლება.

2008 წლის ომის შესახებ ბევრმა იცის. უკვე თითქმის 15 წელია საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაგრამ თუ იცით, რასთან აქვთ საქმე ხალხს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ?

მავთულხლართების გასწვრივ, რომელიც ფიზიკური საზღვარია, შეიქმნა „შიშის ზონა“. 70 სოფელი, 10 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იმყოფება ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში. მათი უმრავლესობა - ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

მათ სჭირდებათ ჩვეულებრივი ნივთები - საკვები, მედიკამენტები, დახმარება დანგრეული სახლების აღსადგენად. ხალხი უკიდურესი გაჭირვების პირობებში ცხოვრობს - ზოგიერთი სარდაფში ცხოვრობს, რადგანაც არ აქვს საშუალება შეაკეთოს ჩამონგრეული სახურავი, ვიღაცას არ აქვს საშუალება იყიდოს ბანალური გამაყუჩებელი დედისათვის.

განსაცდელთან ერთი ერთზე დატოვებული ადამიანები ვერ უმკლავდებიან მას დამოუკიდებლად. Life Line Georgia - არის ახალი პროექტი, რომლის მიზანია დაეხმაროს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს. პროექტის შექმნა გადაწყვიტეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ და სამხრეთ კავკასიაში Free Russia Foundation-ის დირექტორმა ეგორ კუროპტევმა, ასევე ათეულობით ერთგულმა მოხალისემ, რომლებიც მზად არიან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და გაუწიონ დახმარება.

ყოველკვირეულად LifeLine.Ge აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას გაჭირვებულ ოჯახებს. მხოლოდ აპრილ-მაისში მიწოდებულია 2 ტონა ჰუმანიტარული დახმარება 56 ოჯახისათვის; მიზნობრივად ხდება მედიკამენტების შესყიდვა, რაზედაც ხალხს უბრალოდ არ აქვს ფული; შემდეგი ნაბიჯი - „შიშის ზონის“ მაცხოვრებლებისათვის დახმარება სახლების გარემონტებაში, ბავშვებისათვის განათებისმისაღებად ტექნიკის შეძენაა და ა.შ.

დახმარება გაცილებით უფრო მეტია საჭირო. ყველაფრის შესაძენად სახსრებია საჭირო. სინამდვილეში თანხები არც ისე დიდია - მაგალითად სახურავის შეკეთებისათვის 500$ საჭირო, ხოლო საკვები და მედიკამენტები ერთი ოჯახისათვის თვეში 100$-ზე ნაკლები ჯდება, - წერს ის. 

შეიტანეთ თქვენი წვლილი - შეუერთდით მცირე შემოწირულობებს და დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება! 10$ შეუძლია გადაარჩინოს ვიღაცის სიცოცხლე!, - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი