ჟურნალისტიკის ოსკაროსნები | ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო ნიკა გვარამიას

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების მთავარი მისია სიმართლის მსახურება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა - ცხადია, არც ერთი და არც მეორე მისია არა არის ადვილად შესრულებადი. და ზოგჯერ, გასნაკუთრები ავტროტარული რეჟიმისების პირობებში, ეს პროფესია გაცლებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ პროფესიონალიზმი და ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებია. მოითხოვს გამბეოდაობას და მზაობას ამ პროფესიის წარმომადგენლებისგან. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, გავლენიანი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია ყოველ წელს პრესის თავისუფლების ჯილდოთი აჯილდოვებს ხოლმე იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლისთვის და საკუთარი პროფესიისთვის ხშირად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.

ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც პროფესიული თამასა განსაკუთრებით მაღლა აწიეს და არნახული გამბედაობის ფასად აგრძელბენ სამყაროს, ან მისი ცალკეული რეგიონების უკეთესობისკენ შეცვლას. ამ ჯილდოს მფლობელი წელს ნიკა გვარამიაც გახდა, რაც არა მხოლოდ ნიკასთვის, თითოეული მთავარი არხელისთვის განსაკუთრებით საამაყოა.

მაგრამ ამ წარმატებას თან ახლავს პროეფესიული წრეებიდან იმისი აღიარებაც, რომ საქართველო უკვე ღრმადაა გადაშვებული ავტორიტარიზმს, კორუფციისა და უსამართლობის ჭაობში, რომელიც თავის პირველ მტრად სიმართლეს და შესაბამისად ჟურნალისტებს აცხადებს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი