ხარაგაულში, სოფელ მარელისთან მეწყერში მოყოლილი 77 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი ჩამოშლილი მთის მასიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და კინოლოგები.
მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასა ჩავიდა ლიანდაგებზეც, რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა.