ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დაკარგულ კაცს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დაკარგულ კაცს ეძებენ.

32 წლის ზვიო მექუდიშვილი მეათე დღეა სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. კაცს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი, რის გამოც ოჯახი დაკავშირებას ვერ ახერხებს. 

მამის ინფორმაციით, კაცმა სოფელი, სავარაუდოდ, მათთვის უცხო ადამიანთან ერთად დატოვა. ოჯახი ადგილობრივებს სამძებრო ოპერაციაში დახმარებას სთხოვს. დღეს ისინი პოლიციას ოფიციალური განცხადებითაც მიმართავენ. მათივე თქმით, ეს მექუდიშვილის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი