
გორის მუნიციპალიტეტში გარემოვაჭრეებმა ხელისუფლებისგან გაფრთხილება მიიღეს - მათ დაჯარიმება და გურამიშვილის ქუჩიდან იძულებით გაყვანა ემუქრებათ.
როგორც ისინი ამბობენ, გორის მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი უფუნქციოა და იქ საქმიანობა თითქმის შეუძლებელია.
"2 დღეღა იქნებით აქაო და მერე უკვეო დაგაჯარიმებთო და ჩამოგართმევთ საქონელსო მითხრა და გადაგიყვანთ განყოფილებაშიო. ზემოთ ბაზარში წადიო და ზემოთ ბაზარში რომ მეპატიჟები-მეთქი, შვილო, იქ გადახდის საშუალება არა მაქვს-მეთქი. აქ უნდა ვიდგე მე, არსად წამსვლელი არა ვარ. ამათ ჩვენი ვაჭრობით, აქ ვინცა ვდგავართ, არაფრით ხელი არ ეშლებათ," - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებენ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები და დილიდან გორში იმყოფებიან.