მიხეილ სააკაშვილთან EU-ის სამედიცინო მისიის შეშვების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

ისინი მესამე პრეზიდენტთან ევროკავშირის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის ვიზიტის უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გასცეს ნებართვა, რათა მედიკოსებმა საქართველოში ჩამოსვლა და სააკაშვილისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარება შეძლონ.

"ამ დრომდე რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს შესაძლებლობას ამ სპეციალურ სამედიცინო მისიას, რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან. რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი, იმიტომ, რომ არ უნდათ, დაიდოს ობიექტური, ძალიან კვალიფიციური დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. და ასევე, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ არც ევროპარლამენტარებს, არც საქართველოს პარლამენტის წევრების," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე. 

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი