
ემიგრაციის რეკორდული მაჩვენებელი და საგანგაშო რიცხვები - საქართველოს მოსახლეობა ქვეყანას მასობრივად ტოვებს. ძირითადად სამშობლოდან მიდიან ისინი, ვისაც სახელმწიფომ არსებობის ელემენტარული პირობებიც კი ვერ შეუქმნა, თუმცა ამ მიზეზს არასტაბილურობისა და მუდმივი საფრთხის განცდაც ემატება, რასაც ბოლო გამოკითხვებიც ადასტურებს. განვითარებულ ქვეყნებზე არჩევანს აკეთებენ ასევე ის ახალგაზრდები , რომლებიც სამშობლოში ვერ ხედავენ პერსპექტივას. არსებული რეალობა კი კიდევ უფრო მძიმე ხდება მაშინ, როდესაც საქართველოდან გადახვეწილ მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრირებულები ანაცვლებენ. მხოლოდ წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით რუსეთიდან 300 ათასამდე ადამიანი ჩამოვიდა.
ბოლო 22 წლის განმავლობაში, გასულ წელს ქვეყანა რეკორდულმა რაოდენობამ- 46 ათას 397 -მა მოქალაქემ დატოვა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი